ძვირფასებო,ჩვენ ვქმნით ახალ ადგილობრივ რადიოსადგურს ბათუმში, რადიო ციტრუსს, რომელიც ბათუმიდან იმაუწყებლებს.

ვეძებთ მეგობრებს, პარტნიორებს, საინტერესო იდეების ავტორებსა და ინვესტორებს. განვიხილავთ ყველა ურთიერთსასარგებლო წინადადებასა და პროექტს.

ციტრუსი “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” ახალი, პირველი ადგილობრივი დამოუკიდებელი,კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი (რაც გულისხმობს ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუებისა და შემეცნებით-გასართობი პროგრამების წარმოებას) რადიოსადგურია ბათუმში FM97.3 მეგაჰერცის სიხშირის რადიოტალღაზე. ეს არის საუკეთესო ფრეშ მუსიკის და ინფორმაციის ტალღა.

ციტრუსი მრავალფეროვანია! მედიასავეთ მჟავე და ტკბილიც...სასიამოვნო და სასარგებლო, ვიტამინებით სავსე და გამაჯანსაღებელი!

ციტრუსი - რომელიც ყველა თაობას გვიყვარს. <3

რადიო ციტრუსი FM97.3, 🎤რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ,ისევე როგორც გვიყვარს ბათუმი,აჭარა და საქართველო.

გთხოვთ, ნებისმიერ საქმიან წინადადებაზე მოგვწერეთ მეილზე: citrusfm97.3@gmail.com